„ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ - ამ ლოზუნგით ევროპის მოედანზე გუშინ ევროპის დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მოაგვიანებით მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. დემონსტაციას უერთდებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ხელოვნები, საჯარო მოხელეები, არასამთავრებო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათი თქმით, ევროპის დღეს საპროტესტო აქციაზე დგომა განაცხადია იმისა, რომ ქართველი ხალხი საქართველოში ევროპული მომავლის მხარდამჭერი და რუსული პოლიტიკის წინააღმდეგია.