მზადება 26 მაისისთვის დაწყებულია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნას პოლიტიკური მხარეები სხვადასხვა ლოკაციაზე აანონსებენ. ოპოზიცია მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს. სალომე ზურბიშვილსა და ოპოზიციას შორის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის ფარგლებში შეხვედრა რამდენჯერმა გაიმართა.ოპოზიციის პროტესტის პარალელურად, წელს 26 მაისი საზეიმო ღონისძიებების ტრქდიციული ლოკაცია შეცვალა ქართულმა ოცნებამ. მთავრობის გადაწყვეტიკებით, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის ნაცვლად ღონისძიებები ამჯერად ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. მმართველ გუნდში ერთ-ერთ მიზეზად მოქალაქეებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილებას ასახელებენ.