საპარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები მომდევნო კვირას განახლდება. ჯერჯერობით უცნობია ვის მიიწვევენ და რომელ კონკრეტულ საქმეს განიხილავენ კომისიის წევრები, თუმცა მათი მხრიდან კრიტიკული პოზიცია ნაციონალური მოძრაობის მისამართით არაერთხელ დაფიქსირდა. კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა უნდა გახდეს საფუძველი, იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა არათუ ხელისუფლებაში დაბრუნება, არამედ პოლიტიკური საქმიანობაც ვერ შეძლონ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტსა და მასში მოქმედ დროებით კომისიას არალეგიტიმურს უწოდებენ.