შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

2025-05-10 12:54:54+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. მათ შორის არიან რუსეთისა და იორდანიის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: ,,კოკაინი“, „, „ლიზერგიდი“, ფსიქოტროპული ნივთიერებები და "მარიხუანა" ამოიღეს. ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფი. დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.