ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართულმა სამოყვარულო თეატრმა „ათინათი“ საბერძნეთის დედაქალაქში ორი სპექტაკლი წარმოადგინა. ჰოლანდიაში მოქმედმა ქართველმა ემიგრანტმა თეატრალებმა საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის და ბერძენი მაყურებლისთვის დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული ორი სპექტაკლი წარადგინა. სპექტაკლებს საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.