ამერიკის საელჩო უკრაინაში აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საჰაერო დარტყმის შესახებ აფრთხილებს - Palitra News

ამერიკის საელჩო უკრაინაში აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საჰაერო დარტყმის შესახებ აფრთხილებს

2025-05-10 12:55:58+04:00

ამერიკის საელჩო უკრაინაში აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საჰაერო დარტყმის შესახებ აფრთხილებს. - როგორც აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, უახლოეს რამდენიმე დღეში რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმას მიიტანს, რომელიც შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. აშშ-ის მოქალაქეებს საელჩო მზადყოფნის აუცილებლობაზე მიუთითებს და აფრთხილებს, რომ საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში ისინი თავშესაფარში დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი დარტყმის შესახებ გამოქვეყნდა. წინა ჯერზე მსგავსი გაფრთხილება მანამდე გამოქვეყნდა, სანამ რუსეთის არმია უკრაინას ახალი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბავდა.