ბუდაპეშტის ქმედებებზე პასუხად, უკრაინა ქვეყნიდან ორ უნგრელ დიპლომატს აძევებს. - მათ ქვეყანა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უკრაინა უნგრეთის ქმედებებზე საპასუხოდ ორმხრივობის პრინციპიდან და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. 9 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებდა. კერძოდ, ისინი ცდილობდნენ რეგიონის სამხედრო დაცულობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, და ადგილობრივი მცხოვრებლების საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებების შესწავლას.