პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ოპერაცია ოფიციალურად დაიწყო. - პაკისტანის სამხედრო წყაროების ცნობით, ინდოეთის სამხედრო ობიექტების მიმართულებით სულ მცირე, სამი რაკეტა გაუშვეს. პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს, მათ შორის რაკეტების საწყობსა და აეროდრომებს დაარტყეს.კონფლიქტი 22 აპრილს დაიწყო, როდესაც ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში ტერორისტების თავდასხმას 28 სამოქალაქო პირი, ძირითადად ტურისტები, ემსხვერპლნენ. ინდოეთმა პაკისტანი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რასაც თავის მხრივ პაკისტანი კატეგორიულად უარყოფს.