მზადება 26 მაისისთვის - ორად გაყოფილი პოლიტიკური ველი, დამოუკიდებლობის აღნიშნისთვის შერჩეული სხვადასხვა ლოკაცია. ოპოზიცია მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდება, ხელისუფლება კი ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური ფლანგი დეტალების შესათანხმებლად შეხვედრებს განაგრძობს. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ოპონენტები საზოგადოების ორად გაყოფას ცდილობენ და უცხოური ძალების დაკვეთებს ასრულებენ.