„სტუდფესტი 2025‘‘ -ის ფარგლებში გამართულ სპორტულ ტურნირებში 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. „სტუდფესტი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. მათ შორის ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებს შორის კულტურული და შემოქმედებითი იდეების გავრცელებას და ინოვაციური იდეების წარმოსახვის ხელშეწყობას. ფესტივალი ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, მასში მონაწილეობა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შეუძლიათ.