ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი, კირ სტარმერი და დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერები კიევში, “მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას გამართავენ. კიევში ჩასულ ევროპელ ლიდერებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი დახვდნენ. შეხვედრა დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც.