მარკო რუბიო პაკისტანის შეიარაღებული ძალების მეთაურსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა, - სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პაკისტანის არმიის მეთაურსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდა სიტუაციის დეესკალაციის მიზნით შესაბამისი გზები გამონახონ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მარკო რუბიომ მხარეებს კონსტრუქციული მოლაპარაკებების დასაწყებად აშშ-ს დახმარება შესთავაზა. პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ უკვე გამოაცხადა და ინდოეთში სამხედრო ბაზებს დაარტყა. პაკისტანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე ინდოეთმა ქვეყნის სამხედრო საჰაერო ბაზებზე სარაკეტო იერიშები განახორციელა.