აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპის განცხადებით, ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. ინფორმაციის გავრცელებამდე ინდოეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პაკისტანის მხრიდან განხორციელებული ყველა მტრული ქმედება ინდოეთმა ეფექტურად აღკვეთა. ინდოეთის საზღვარზე მიმდინარე შეტევით ოპერაციას პაკისტანის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა - შარიფმა განმარტა, რომ პაკისტანმა ინდოეთს სათანადო პასუხი გასცა. პაკისტანის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილში 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.