რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მორიგი ინიციატივა - გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია რუსეთზე ზეწოლას იმ შემთხვევაში გააძლიერებს, თუ კრემლი სამუდამო ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. მერცის თქმით, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი კიევში უკრაინის მხარდასაჭერად ერთად დგანან. ლიდერები კიევში, “მსურველთა კოალიციის“ შეხვედრისთვის ჩავიდნენ. მათ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა უმასპინძლეს.