ცნობილია პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის შინაარსი - ირაკლი კობახიძე ვრცელ დოკუმენტში ხელისუფლების საქმიანობას აჯამებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მთავრობის მეთაური ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ საქართველო დასავლური სტრუქტურებისკენ სწრაფვას აგრძელებს, თუმცა, ამავდროულად, ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობას უფრო მეტად აძლიერებს. დოკუმენტში საუბარია ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე და ეკონომიკურ პარამეტრებზე.