გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები ითხოვენ გამოძიების დაწყებას, რაც უკავშირდება ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მისი დაკავების დეტალებს ეხება. უფლებადამცველებმა დღეს გენერალურ პროკურატურას, ელექტრონული წესით მიმართეს. „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ამჟამად გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.