ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლებელია თბილისში გამარჯვება, თუმცა ოპოზიციის მეორე ნაწილი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს და ამის მიზეზად ამბობს, რომ მთავარი მიზანი ბიძია ივანიშვილისთვის არა თბილისის, არამედ მთლიანად საქართველოს წართმევაა. ამავდროულად, „ქართული ოცნება“ პოზიციას არ იცვლის და 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებისთვის ემზადება.