დღეს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე შეხვედრაზე საქართველოს შესახებ იმსჯელებენ - Palitra News

დღეს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე შეხვედრაზე საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

2025-06-03 09:43:55+04:00

დღეს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე შეხვედრაზე საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხია ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტი და მათი მოხსენება. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მოსაზრებების გაცვლა. ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის წევრები საქართველოში 26-დან 28 მაისამდე იმყოფებოდნენ.