პოლიტიკურ გაერთიანება „ძლიერ საქართველოში“ აქტიურად განიხილავენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს - Palitra News

პოლიტიკურ გაერთიანება „ძლიერ საქართველოში“ აქტიურად განიხილავენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს

2025-06-03 09:46:20+04:00

პოლიტიკურ გაერთიანება „ძლიერ საქართველოში“ აქტიურად განიხილავენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს. პარტია „გახარია საქართველოსთვის" მსგავსად, „ლელოს“ ლიდერებიც ფიქრობენ, რომ არჩევნები დემოკრატიული პროცესის განუყოფელი ნაწილია. მათივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დედაქალაქში მხარდაჭერა არ აქვს, რაც საპარლამენტო არჩევნებშიც გამოიკვეთა. სწორედ ამიტომ, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ თბილისსა და რეგიონებში გამარჯვებისთვის ამჯერად მუნიციპალურ არჩევნებში უნდა სცადოს, თუმცა ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“. ანა წითლიძის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უპრინციპობასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოებისა და საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ღალატი იქნება.