დონალდ ტრამპი თურქეთში ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა - Palitra News

დონალდ ტრამპი თურქეთში ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა

2025-06-03 09:51:02+04:00

დონალდ ტრამპი თურქეთში ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა - თეთრი სახლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მთავარი სურვილი რუსეთ-უკრაინის ომის დროულად დამთავრებაა და თუ კონფლიქტში მყოფი მხარეების ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, შეთანხმების პროცესში მონაწილეობას თავად აშშ-ის პრეზიდენტიც მიიღებს. თეთრი სახლის პრესსპიკერს შეკითხვა უკრაინის მხრიდან რუსული აეროდრომების დაბომბვასთან დაკავშირებითაც დაუსვეს, რაზეც ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ომს ათობით ათასი მსხვერპლი ჰყავს და კონფლიქტის დასრულებისთვის ორივე მხარემ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.