გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია - თანამდებობას გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ანალენა ბერბოკი დაიკავებს. დასავლური მედიის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ნიუ-იორკში გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, 167 ხმა მიიღო. ბერბოკი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტის საქმიანობას ოფიციალურად 9 სექტემბერიდან შეუდგება. ის გაეროს გენერალურ ასამბლეას ერთი წლით უხელმძღვანელებს.