შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი შეხვდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს - Palitra News

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი შეხვდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს

2025-06-03 12:29:26+04:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი შეხვდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს - ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, მაგდალენა გრონოსს ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაერო-ს წარმომადგენელს, ჯიჰან სულთანოღლუს და სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტოფ შპეტს.

სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე.