თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში საერთო პოზიციაზე კვლავ ვერ თანხმდებიან. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში თბილისში გამარჯვების მოპოვება შესაძლებელია, თუმცა ოპოზიციის მეორე ნაწილი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს და პასუხად აცხადებს, რომ მიზანი ივანიშვილისთვის არა თბილისის არამედ მთლიანად საქართველოს წართმევაა. ამასობაში ქართული ოცნება პოზიციას არ იცვლის და გამარჯვების მოსაპოვებლად ემზადება. სახელისუფლებო გუნდში პიზიციას არც ოპონენტების მისამართით იცვლიან და ამბობენ აგენტებად წოდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ.