შრომის ბაზარზე ვაკანსიები შემცირდა, ყველაზე მეტად კლება ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში დაფიქსირდა - Palitra News

შრომის ბაზარზე ვაკანსიები შემცირდა, ყველაზე მეტად კლება ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში დაფიქსირდა

2025-06-03 13:42:40+04:00

შრომის ბაზარზე ვაკანსიები შემცირდა, ყველაზე მეტად კლება ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში დაფიქსირდა. 2025 წლის აპრილში jobs.ge-ზე 6 577 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის მარტში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით, 6.7%-ით მეტია, თუმცა 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.6%-ით ნაკლები. PMC კვლევითი ცენტრის პუბლიკაციის მიხედვით, მიმდინარე წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, გამოქვეყნდა 18 331 ვაკანსია, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ყველაზე დიდი, თითქმის 30%-იანი კლება დაფიქსირდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში, რომელსაც ვაკანსიების საერთო რაოდენობის კლებაზე ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა აღნიშნულ პერიოდში. 2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით, 3 754 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6%-ით ნაკლებია. ამავე პერიოდში 709 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.5%-ით ნაკლებია. თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, 4,449 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში, რაც გასულ წელთან შედარებით ასევე შემცირებული მაჩვენებელია - 16.3%-ით.