ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის რიგგარეშე შეხვედრაზე დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის რიგგარეშე შეხვედრაზე დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2025-06-03 15:09:49+04:00

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის რიგგარეშე შეხვედრაზე დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხი ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტია. დაგეგნილია ევროპარლამენტარების სიტყვით გამოსვლა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მოსაზრებების გაცვლა. დაგეგმილ განხილვამდე კი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამისვლისას, საქართველოს შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ისაუბრა. მარტა კოსის განცხადებით საქართველო აშკარა მაგალითია,იმისა რომ ევროკავშირის გზაზე უკუსვლაც შეიძლება მოხდეს.