მაუწყებლის შესახებ კანონში შესული ცვლილებები ამოქმედებულია. „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ მათ კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა და მაუწყებლობის შესახებ "კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება". სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში შესული ცვლილებები დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით მიიღეს. ოპონენტების შეფასებით კი ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე ქართული მედიის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში ჩივილი აჩვენებს, რომ ქართული ოცნება ცდილობს რეგულაციები საკუთარ თავს მოარგოს. რა ბერკეტების გამოყენებას აპირებენ მედია ორგანიზაციები და იურისტები.