რომელი ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში - Palitra News

რომელი ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში

2025-06-03 15:10:06+04:00

ბოიკოტი თუ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება? ოპოზიციური პარტიები საკითხზე შეთანხმებას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ. თავად ოპოზიციური რიგებიდან ამბობენ, რომ ერთიანი ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიებიდან მაინც მიიღებენ. გახარიას გუნდში მკაფიოდ ამბობენ, რომ ემზადებიან ყველანაირი არჩევნებისთვის. კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრები კი ამასობაში თვითმართველობის არჩევნებში, თბილისში, ოპოზიციის გამარჯვების შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ. მხოლოდ და მხოლოდ ახალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას განიხილავენ კოალიცია ცვლილებისთვის და ნაციონალურო მოძრაობა.