"თბილისი მოლთან" სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე ბრალდებულების, გიგი უგულავას და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი მოსამართლე ზვიად შარაძის მიერ ჩანიშნული სხვა სასამართლო პროცესი გახდა. სხდომა 3 ივლისს 13:00 საათზე გაიმართება. დღევანდელ სხდომა კი მხოლოდ გაიხსნა და ბრალდებულების ვინაობა დადგინდა. ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს დაუფიქსირა პოზიცია, რომ "სასამართლოს მიმართ ნდობა გადაწყვეტილების მიღების ნაწილში არ აქვთ". 2 თებერვალს „თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით სულ 31 პირი დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა. წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული პირები გირაოს სანაცვლოდ არიან გათაცისუფლებულები.