გამოუცახდებს თუ არა ოპოზიცია ბოიკოტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს? - რას აცხადებენ პოლიტიკოსები? - Palitra News

გამოუცახდებს თუ არა ოპოზიცია ბოიკოტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს? - რას აცხადებენ პოლიტიკოსები?

2025-06-03 20:59:21+04:00

გამოუცახდებს თუ არა ოპოზიცია ბოიკოტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს? ხელისუფლების ოპონენტებს აღნიშნულ საკითხზე საერთო პოზიცია არ გააჩნიათ. ისინი ამბობენ, რომ ერთიანი ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მუციპალურ ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს. გიორგი გახარიას პარტიაში მკაფიოდ აცხადებენ, რომ ყველანაირი არჩევნებისთვის ემზადებიან. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები კი თბილისში, ოპოზიციის გამარჯვების შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ, თუმცა ამავე დროს, სხვა ოპოზიციური პარტიები - „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალურო მოძრაობა“ მხოლოდ განიხილავენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.