საქართველოში მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ შეფასებას აზიარებს სენატორი ჯინ შაჰინი - Palitra News

საქართველოში მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ შეფასებას აზიარებს სენატორი ჯინ შაჰინი

2025-06-04 09:25:30+04:00

საქართველოში მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ შეფასებას აზიარებს სენატორი ჯინ შაჰინი. აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერის აზრით, კანონი დამოუკიდებელი ქართული ხმების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, რაც მისი თქმით, დემოკრატიაზე თავდასხმაა. შაჰინი მოუწოდებს სენატს, მეგობარი აქტი დროულად მიიღონ.