ზეწოლა თავისუფალ მედიაზე - ასეთია მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლბის შეფასება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე ქართული მედიის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში ჩივილი აჩვენებს, რომ ქართული ოცნება რეგულაციების საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს. უცვლელი პოზიცია აქვთ ქართულ ოცნებაში . სახელისუფლებო გუნდი ცვლილებებს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების თავიდან არიდების მიზეზით ხსნის.