„ევრობარომეტრი“-ს გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული და 49%-ს შეადგენს. გამოკითხვის შედეგების თანახმად, გაზრდილია ქართველთა რაოდენობა, რომლებსაც ევროკავშირზე ნეგატიური შეხედულება გააჩნიათ. ოპოზიცია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაჭიანურებაზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტები სრულად იზიარებენ, ევროკომისარ მარტა კოსის გზავნილებს. კოსის განცხადებით, გაფართოების პროცესს გარე დესტრუქციული ძალები უპირისპირდებიან.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კოსმა რუსულ გავლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოწვევები ევროპის გამოცდას წარმოადგენს. რა შედეგები აჩვენა ევრობარომეტრის გამოკითხვამ და როგორია მხარეთა პოზიციები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით?!