ვის რა პოზიცია აქვს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით - Palitra News

ვის რა პოზიცია აქვს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

2025-06-04 12:31:18+04:00

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - როგორც ბრძოლის მექანიზმი თუ ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება?! - ოპოზიციურ პარტიებში საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ არსებობს. პარტია გახარია-საქართველოსთვის გუნდში მკაფიოდ ამბობენ, რომ ყველანაირი არჩევნებისთვის ემზადებიან. თავის მხრივ, კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს’’ წევრები თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისში, ოპოზიციის გამარჯვების შესაძლებლობაზე საუბრობენ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავენ კოალიცია ცვლილებისთვის და ნაციონალური მოძრაობის წევრები. მათი აზრით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციისადმი საზოგადოების ნდობას შეასუსტებს. მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნები სრულფასოვანი იქნება და მასში ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ვის რა პოზიცია აქვს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით?!