თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

2025-06-04 12:32:18+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა წარმოთქვან. სხდომას ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან. ზურაბ ჯაფარიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის გამოც 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.