დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას 100 000 დრონს გადასცემს. ჰილის თქმით, უკრაინა 359 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების დრონებს 2026 წლის აპრილამდე მიიღებს. მისივე ცნობით, წელს ლონდონი უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნებისთვის 247 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.