გენერალური პროკურორის პოსტიდან გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე - აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს წარადგინა. ცოტნე ყაველშვილი კი რომელიც აქამდე გენერალური აუდიტორის თანამდებობას იკავებდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლებს. რას ემსახურება მორიგი საკადრო ცვილილები სახელისუფლებო გუნდში და არის თუ არა გადანაცვლებების მთავარი მოტივი სანქცირებული პირებისგან დისტანცირება, როგორც ამას ოპოზიციაში ამტკიცებენ.