ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი დაამტკიცა - როგორ წარიმართა სხდომა - Palitra News

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი დაამტკიცა - როგორ წარიმართა სხდომა

2025-06-04 21:28:56+04:00

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი მიიღეს, კონკრეტული ევროპარლამენტარები საქართველოში სამართლიანი არჩევნების, „ქართული ოცნების“ წინაარმდეგ სანქციების დაწესებისა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა დარბაზში ევროპელ დიპლომატებს შორის ისეთებით აღმოჩნდნენ, რომელთაც ჩათვალეს, რომ საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი პოლიტიკურად მიკერძოებულია. ადგილზე ასევე ქართველი სპიკერებიც გამოვიდნენ სიტყვით და მათ ევროკავშირს მოუწოდეს, რომ უფრო მკაცრი ზომები მიიღონ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.