ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა - Palitra News

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა

2025-06-04 21:36:20+04:00

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტის საბოლოო ვერსია ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია ანგარიშის პროექტის თავდაპირველი ვერსია, რომელიც ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ წარადგინა. პროექტში ხაზგასმულია, რომ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღების შედეგად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. ასევე გამოხატულია მხარდაჭერა იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საქართველოში უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებს აწყობენ. დოკუმენტში ასევე მოუწოდებენ პერსონალური სანქციებისკენ - კერძოდ, საუბარია ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და კომპანიების აქტივების გაყინვაზე. ანგარიშის პროექტში საქართველოში არსებული კრიზისის დაძლევის მთავარ გზად ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია დასახელებული.