თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ორი ბრალდებული ოპოზიციონერის, ზურაბ ჯაფარიძისა და გივი თარგამაძის საქმის პირველი არსებითი განხილვა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. ამასთან, დაიკითხა საქმის მთავარი გამომძიებელი. მომდევნო პროცესზე ბრალდების მხარე მოწმეების წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების წარმოდგენას აპირებს, რომლითაც შეეცდება, რომ დაადასტუროს პოლიტიკოსების მხრიდან კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. რატომ არ ჩათვალა პროკურორმა მიზანშეწონილად დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების გამოკითხვა და რა პოზიცია აქვთ მათ, ბრალდებული და დაკავებული ოპოზიციონერების საბოლოო განაჩენთან დაკავშირებთ?