ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. სტრუქტურული ცვლილებები ეხება როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. ცენტრის დირექტორის თამარ წულეისკირის განცხადებით, ცვლილებები საგარეო უწყებაში რეორგანიზაციას უკავშირდება, საკითხის ირგვლივ სხვა ნებისმიერი მოსაზრება კი - მისი თქმით, სპეკულაციაა. რას მოიცავს აღნიშნული რეფორმა და როგორია მხარეთა შეფასებები.