დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი გიგა ბოკერიას, ჩიორა თაქთაქიშვილსა და კიდევ რამდენიმე პირს კომისიაზე საკუთარი ნებით მისვლისკენ მოუწოდებს. წულუკიანის განცხადებით, ამ ადამიანებს პარლამენტში მისვლა და მათთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა გამოძახების გარეშეც შეუძლიათ. კომისიის თავმჯდომარის შეთავაზებას უკვე გამოეხმაურა პარტია ფედერალისტების ლიდერი. გიგა ბოკერია პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებს და საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ციხეში გაშვება რეპრესიების მკაფიო დასტურია.