საქართველოში შვედეთის საელჩო შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსების თაობაზე დაწყებული პროცესისა და საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩოს განმარტებით, შვედეთის მთავრობამ სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე დანიშნა, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება. საელჩოს განმარტებით, აღნიშნული პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც მათი თქმით, მიზნობრიობის მიუხედავად, ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას ეხება და რომელიც ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე მიიღეს.