5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა აქტივობა თუ ღონისძიება ჩატარდა - Palitra News

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა აქტივობა თუ ღონისძიება ჩატარდა

2025-06-05 09:26:57+04:00

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა აქტივობა თუ ღონისძიება ჩატარდა. ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობრის“ ფარგლებში, დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. პლატფორმა ტყეების დაცვისა და აღდგენის პროცესებში კერძო სექტორისა და მოხალისეების ჩართულობას ითვალისწინებს. ნარგავების მოვლა-პატრონობაზეც მოხალისეები სატყეო სააგენტოს ზედამხედველობით იზრუნებენ. ჯვრის მონასტრის ფერდობზე გაშენებული ტყე მასშტაბებისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით პირველი პრეცენდენტი იქნება.