გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ ბათუმში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა აქტივობა განახორციელა - Palitra News

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ ბათუმში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა აქტივობა განახორციელა

2025-06-05 09:28:17+04:00

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ ბათუმში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა აქტივობა განახორციელა. ღონისძიებების ფარგლებში, ბათუმის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ადგილობრივი გარემოსდაცვითი უწყებების წარმომადგენლებისთვის წყალში ნარჩენების შემგროვებელი დრონის სადემონსტრაციო ჩვენება გაიმართა. ნარჩენების შემგროვებელი ინოვაციური დრონი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიას წარმოადგენს, რომელიც ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.