თვითმმართველობის არჩევნები, როგორც შესაძლებლობა და საქართველოს დემოკრატიისა თუ პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტი - Palitra News

თვითმმართველობის არჩევნები, როგორც შესაძლებლობა და საქართველოს დემოკრატიისა თუ პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტი

2025-06-05 12:39:28+04:00

თვითმმართველობის არჩევნები, როგორც შესაძლებლობა და საქართველოს დემოკრატიისა თუ პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტი - ასეთია ჩანაწერი, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რეზოლუციაში აისახა. მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიციას საკითხზე ერთიანობის შენარჩუნება უჭირს. ოპოზიციური ძალების ნაწილის აზრით, ბრძოლის ხაზი ბოიკოტია, თუმცა პოლიტიკურ ველზე არიან ისეთებიც, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებზე მსჯელობას პოზიტიურად უყურებენ. ამავდროულად, მმართველი გუნდი არჩევნებისთვის აქტიურად მზადებაშია, მსჯელობა მიმდინარეობს მერობის კანდიდატზეც.