გაფართოვდება თუ არა სია საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის და გიარაოს გადაუხდელობის გამო დაკავებულთა სია - Palitra News

გაფართოვდება თუ არა სია საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის და გიარაოს გადაუხდელობის გამო დაკავებულთა სია

2025-06-05 15:28:27+04:00

პარლამენტის გადაწყვეტილებით, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილება 5 ივლისამდე გაუგრძელდა - ამ ეტაპზე კომისიაზე გამოუცხადებლობისა და გირაოს გადაუხდელობის გამო პატიმრობაში სამი ოპოზიციონერი ლიდერი იმყოფება. ირაკლი ოქრუაშვილის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მელიას შემდეგ პატიმრობა შესაძლოა ნიკა გვარამიასაც შეუფარდონ. პარალელურად, კომისია საქმეების განხილვას განაგრძობს. კომისიის თავმჯდომარემ რამდენიმე პირის, მათ შორის გიგა ბოკერიას, სიმონ ჯანაშიასა და , ლევან რამიშვილის მისამართით განაცხადა, რომ დაბარებას ნუ დაელოდებიან და სურვილის შემთხვევაში კომისიაზე თავად გამოცხადნენ.