შეცვლის თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ არსებულ ამჟამინდელ პოლიტიკას - კითხვა კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში აშშ-ის ელჩმა თანამდებობის დატოვებისა და პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ოპოზიციური პარტიები ვარაუდობენ, რომ ელჩის ცვლილების მიუხედავად ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკულ ტონს შეინარჩუნებს. ოპოზიციონერი ლიდერები რობინ დანიგანის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ, საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ამჟამინდელ ურთიერთობაზე კი პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ. თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკელი დიპლომატის მიმართ კრიტიკას არ მალავენ. ამბობენ, რომ რობინ დანიგანმა ორ ქვეყანაში შორის ურთიერთობის გაჯანსაღების კუთხით საკუთარი მოვალეობას ვერ შეასრულა.