პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისა და გირაოს გადაუხდელობის გამო შესაძლოა პატიმრობა შეუფარდონ ნიკა გვარამიას - Palitra News

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისა და გირაოს გადაუხდელობის გამო შესაძლოა პატიმრობა შეუფარდონ ნიკა გვარამიას

2025-06-06 09:30:16+04:00

ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შემდეგ ოპოზიციონერი პოლტიკოსი, რომელსაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისა და გირაოს გადაუხდელობის გამო შესაძლოა პატიმრობა შეუფარდონ ნიკა გვარამიაა. საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი 13 ივნისს უნდა გაიმართოს. მანამდე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბრალდებულების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესებია ჩანიშნული. ორივე მათგანმა აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო დადგენილ ვადაში გაფაიხადა. ოპოზიცია პარლამენტსა და მასში მოქმედ საგამოძიებო კომისიას არალეგიტიმურს უწოდებს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. საგამოძიებო კომისიაზე მისვლას არ აპირებს გიგა ბოკერია, რომელიც ოფიციალურად არ დაუბარებიათ, თუმცა თეა წულუკიანის განაცხადებით, ბოკერიას შეუძლია კომისიის წევრების წინაშე დაბარების გარეშე საკუთარი სურვილით გამოცხადდეს.