რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს - Palitra News

რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

2025-06-06 09:32:12+04:00

რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მასშტაბური შეტევის შედეგად ზიანი კიევის სულ მცირე ექვს რაიონში დაფიქსირდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და მეტროს ლიანდაგები.