ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილში საჰაერო დარტყმები განახორციელა და განაცხადა, რომ მათი სამიზნე ჰეზბოლას დრონების წარმოება იყო. ბიბისის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დაადგინეს „ჰეზბოლას“ ქვედანაყოფი, რომელიც მიწისქვეშ ათასობით დრონს აწარმოებდა და რომელსაც „ირანელი ტერორისტები“ აფინანსებდნენ.გამოცემა წერს, რომ თავდასხმები განხორციელდა მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალამმა ისრაელის დარტყმები მკაცრად დაგმო.